Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TSU delegation visit to Malta

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი დელეგაცია მიმდინარე წლის 2-5 მაისს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) მიწვევით მალტაში იმყოფებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დელეგაციას წარმოადგენდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი თამარ ზარანდია, თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ირინე ქურდაძე და იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან კი დელეგაციას წარმოადგენდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხების მენეჯერი მერი ჩაკვეტაძე.

 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ესტუმრნენ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტს (IMLI), სადაც შეხვედნენ ინსტიტუტის სტუდენტებსა და ხელმძღვანელ პირებს. დელეგაციას პირადად მასპინძლობდა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნორმან ა. მარტინეს გუტიერესი. დელეგაციისა და IMLI-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

 

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაციის წარმომადგენლები ესტუმტრნენ მალტას უნივერსიტეტს. მალტას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ევროპული და შედარებითი სამართლის დეპარტამენტის ხელძღვანელი პროფესორი ივან სამუტი მათ პირადად შეხვდა. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.